momavali xelovanebi vart


სოციალური პროექტი „-ჩვენ მომავალი ხელოვანები ვართ“
პროექტის ავტორი -ეკატერინე ზაბახიძე;
სკოლის დასახელება -სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ. სხვიტორის საჯარო სკოლა.
 სამიზნე  ჯგუფი-VII კლასის მოსწავლეები;
პროექტის დაწყების თარიღი- 22 ნოემბერი 2019 წელი;
პროექტის დასრულების თარიღი -28 ნოემბერი  2019 წელი;
პროექტის მიზანი -    მოსწავლეები დაეუფლონ ფუნქციური წერის განსაზღვრულ სახეებს.შეძლონ წერილის, მისალოცი ბარათის დაწერა.შეძლონ ტექსტის გადატანა საკუთარი ხელით დამზადებულ მისალოც ბარათებში და გააფორმონ.მოსწავლეებმა შეძლონ სახადასხვა საახალწლო აქსესუარების დამზადება.განავითარონ შემოქმედებითი და საკომუნიკაციო უნარები.
    პროექტის აქტუალობა - ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ბავშვებს სურვილი გაუჩნდათ შეესწავლათ სხვადასხვა საახალწლო აქსესუარების დამზადება(ფიფქები,გირლიანდები,სათამაშოების დამზადება საახალწლო ნაძვის ხისათვის.ქართული ენის გაკვეთილზე პატარებმა მისალოცი საახალწლო ბარათებისა და წერილების წერა შეისწავლეს.
22 ნოემბერს ხელოვნების გაკვრთილზე მაჩვენეს თავისივე ხელით დაწერილი წერილები,რომელსაც თოვლის ბაბუას უგვზავნიდნენ. უნდოდათ წერილები მისალოც ბარათებში მოეთავსებინათ და გაეფორმებინათ.
      განსახორციელებელი აქტივობები-დავადგინთ, რომ პირველი ორი დღე მოსწავლეები შეისწავლიდნენ წერილების მისალოცი თექსტების უკეთ წერას საგანგებოდ მომზადებულ საგაკვეთილო პროცესზე.მოვიმარაგებდით მისალოცი ბარათებისა და საახალწლო აქსესუარების დასამზადებლად საჭირო რესურსებს.
     შემდეგი ოთხი დღის მანძილძე  დავამზადბდით საახალწლო აქსესუარებს,მისალოც ბარათებს და კონვერტებს.კონვერტებს გავაფორმებდით საახალწლო დეტალებითა და აქსესუარებით.მოვრთავდით საკლასო ოთახს  საახალწლოდ.
ბოლო ერთ დღეს კი გავმართავით დისკუსიას კლასში და შევაფასებდით ჩვენ შემომედებას.რა მოეწონათ, რას შეცვლიდნენ ან რას გააუმჯობესებდნენ.
     წინარე ცოდნა-ბავშვებმა იციან წერ-კითხვა,ფერების ცნობა,წებოს და მაკრტლის ხმარება,აკვარელით ხატვის წესები და ფუნჯების გამოყენება.
     რესურსი- ფერადი ფურცლები,მუყაო, მაკრატელი, წებო,საღებავები,ფუნჯი,საახალწლო მოსართავები,ბისერები,ბრჭყვიალა წებო და ატლასის ლენტები.
   მონიტორინგი-    თვალყურის დევნება და რეკომენდაციების მიცემა საორგანიზაციო საკითხების მოგვარებისას.
    შედეგები -მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების რამოდენიმე ელემენტი ნამუშევრის შექმნისას.ასევე, მიმართოს სხვადასხვა ტექნიკასა და მასალას.შეუძლია მუშაობა ინდივიდუალურად და სხვებთან ერთადაც.სხვადასხვა მარტივი საინფორმაციო ტექსტის შედგენა და მისალოცი ბარათებისა მოსაწვევების გაფორმება.აქვს პრაქთიკულ აქტივობებში მონაწილეობის უნარი.








რეფლექსია -„ჩვენ მომავალი ხელოვანები ვართ“
მიმდინარე სასწავლო წლის 22 ნოემბრიდან 28 ნოემბრამდე პერიოდში განვახორციელე სოციალური პროექტი“ჩვენ მომავალი ხელოვანები ვართ“.
  პროექტის მიზნებდად განისაზღვრა:მოსწავლეებს ესწავლათ საახალწლო მისალოცი ტექსტების შედგენა,წერილების წერა,ქაღალდისაგან და მუყაოსაგან დაემზადებინათ მისალოცი ბარათები.განევითარებინათ  თავიანთი საკომუნიკაციო და შემოქმედებითი უნარები.
   მოვიმარაგეთ ყველა საჭირო რესურსი და შევუდექით მუშაობას.დავამზადეთ მისალოცი ბარათები.დავწერეთ წერილები თოვლის ბაბუასთან გასაგზავნად და გავაფორმეთ.დავამზადეთ ქაღალდისაგან ფიფქები,საახალწლო ნაძვის ხის სათამაშოები და აქსესუარები.მორთეს საკლასო ოთახი და ნაძვის ხე. მოიწვიეს კლასში მეგობრები,თანატოლები და უფროს კლასელები და წარუდგინეს თავიანთი შემოქმედება. კლასში გაიმართა დისკუსია_ რა მოეწონათ, რა არ მოეწონათ, რას შეცვლიდნენ ან რის შესწავლას ისურვებდნენ.
   მე შევაფასე ისინი რუბრიკის გამოყენებით.

-     


Comments